saqarTvelos qedebi - kudigoras seri

ტერიტორიული ერთეული ყვარლის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°56`58` ჩ. გ. 45°46`46` ა. გ.
სიმაღლე 500 მ

 

დაბალი სერი საქართველოში, კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების დურუჯისა და ჩელთის წყალგამყოფის უკიდურესი სამხრეთი დაბოლოება. მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე 500-იდან 800 მ-მდე. აგებულია ზედაიურულ - ვალანჟინური არკოზული ქვიშაქვებით და კირქვებით. შემოსილია მუხის, რცხილისა და წიფლის ტყით.